სასწავლო ექსკურსია კოლხეთის დაბლობზე
/პალიასტომის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია /
პროექტის მთავარი იდეა: გავაცნო მოსწავლეებს კოლხეთის დაბლობის ერთი ნაწილი – პალიასტომის ტბა.
პროექტის აქტუალობა: კოლხეთის დაბლობი საქართველოს ნაკრძალი
ტერიტორიაა.
გაითავისონ, რომ ეკოლოგიური პრობლემა საყოველთაო პრობლემაა– ბუნების დაცვა თითეული ადამიანის მოვალეობაა.
მიზნები და შედეგები: შეისწავლონ კოლხეთის დაბლობის ფლორა და ფაუნა. გააკეთონ დასკვნა, რას გამოიწვევს ადამიანის ჩარევა ბუნენებრივ პროცესებში.
მოსწავლეთა ასაკი: 9 -1 0 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: 7დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ისწავლიან
ა) კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელ ფლორასა და ფაუნას.
ბ)ინფორმაციის შეგროვებასა და დახარისხებას.
გ) ექსკურსიაზე ქცევის წესებს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, საჭირო ლიტერატურა, ადამიანური რესურსები (მძღოლი, მშობელი, გეოგრაფიის მასწავლებელი)
პროექტის მსვლელობა: კლასს ვყოფ 3 ჯგუფად.
ვანაწილებ დავალებებს:
ა) მოიძიონ ინფორმაცია კოლხეთის ნაკრძალისა შესახებ.
ბ) პალიასტომის ტბის შესახებ.
გ) შეაგროვონ და გამოფინონ სათანადო თემის ამსახველი სურათები.
დ) კატერით ვიმოგზაუროთ პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლზე და დავათვალიეროთ ბუნება.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასათან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა.
ბუნ.I V.1. მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
ბუნ.I V.2. მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის ნიშან – თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობა.
ბუნ.I V. 6. მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.
ბუნ.I V.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მანანა გოგელია
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mgogelia@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий