სასწავლო პროექტი

სასწავლო ექსკურსია კოლხეთის დაბლობზე

/პალიასტომის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია /

პროექტის მთავარი იდეა:  გავაცნო მოსწავლეებს კოლხეთის დაბლობის ერთი ნაწილი  – პალიასტომის ტბა.

პროექტის აქტუალობა:  კოლხეთის დაბლობი საქართველოს ნაკრძალი
ტერიტორიაა.

გაითავისონ, რომ ეკოლოგიური პრობლემა საყოველთაო პრობლემაა–             ბუნების დაცვა თითეული ადამიანის მოვალეობაა.        

მიზნები  და შედეგები:  შეისწავლონ კოლხეთის დაბლობის ფლორა და ფაუნა.  გააკეთონ დასკვნა, რას გამოიწვევს  ადამიანის ჩარევა ბუნენებრივ პროცესებში.

მოსწავლეთა  ასაკი:   9 -1 0  წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა: 7დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ისწავლიან  
ა) კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელ ფლორასა და ფაუნას.
ბ)ინფორმაციის შეგროვებასა და  დახარისხებას.
გ) ექსკურსიაზე ქცევის წესებს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, საჭირო ლიტერატურა, ადამიანური რესურსები (მძღოლი, მშობელი, გეოგრაფიის მასწავლებელი)
პროექტის მსვლელობა: კლასს ვყოფ  3  ჯგუფად.
ვანაწილებ დავალებებს:
ა) მოიძიონ ინფორმაცია კოლხეთის ნაკრძალისა შესახებ.
ბ) პალიასტომის ტბის შესახებ.
გ) შეაგროვონ და გამოფინონ სათანადო  თემის ამსახველი სურათები.
 დ) კატერით ვიმოგზაუროთ პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლზე და დავათვალიეროთ ბუნება.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასათან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა.
ბუნ.I V.1. მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
ბუნ.I V.2. მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის ნიშან – თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობა.
ბუნ.I V. 6. მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.
ბუნ.I V.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მანანა გოგელია
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mgogelia@gmail.com